კომუნიკაციები

TeliaSonera ჯეოსელის გაყიდვაზე: მოხარული ვართ, რომ ევრაზიის ბაზარს ვტოვებთ

"მოხარული ვარ, რომ დღეს კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდით ევრაზიის ბაზრის დატოვების მიმართულებით, რათა უფრო მეტი ყურადღებით ვფოკუსირდეთ ბალტიისა და სკანდინავიის ბაზრებზე, რათა იქ შევქმნათ ახალი თაობის სერვისის მქონე კომპანია", - ამბობს Telia Company-ის აღმასრულებელი დირექტორი იოჰან დენელინდი.

TeliaSonera-მ აზერბაიჯანის, ყაზახეთის, უზბეკეთის, მოლდოვის, საქართველოსა და ტაჯიკეთის ბაზრის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება 2015 წელს მიიღო.

გარიგების ღირებულება $153 მილიონია. მის შედეგად, ჯეოსელის 1.7 მილიონი აბონენტი სილქნეტის აბონენტი გახდება.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მონაცემებით, საქართველოს ყველაზე დიდი მობილური ოპერატორი არის მაგთი, რომელსაც 1.9 მილიონი აბონენტი ჰყავს, მეორე ადგილზე 1.7 მილიონი აბონენტით ჯეოსელია. სხვა ბაზრები, რომელზეც მაგთი და სილკნეტი არიან წარმოდგენილი შემდეგია: ინტერნეტის ბაზარი, საკაბელო ტელევიზია და ფიქსირებული სატელეფონო მომსახურება. ყველა ამ სერვისზე მაგთის 2.68 მილიონი აბონენტი ჰყავს, სილკნეტს (ჯეოსელის ჩათვლით) 2.52 მილიონი აბონენტი. შესაბამისად, ჯეოსელის შესყიდვის შემდეგ, სილკნეტის აბონენტების რაოდენობა მაგთიზე მცირე იქნება.

კომენტარები