სუმო

11 მოგება და 1 მარცხი - ქართველი სუმოისტი, ტოჩინოშინი ჰაცუ ბაშოზე დაწინაურდა

სუმოს ქართველი ქომაგები

ქართველი სუმოისტი, ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი სუმოისტთა ტურნირზე, ჰაცუ ბაშოზე დაწინაურდა. 

12 ბრძოლიდან მან 11-ში გაიმარჯვა და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა. ტურნირის ყოფილ ლიდერს, მონღოლ კაკურიოს, რომელსაც ყველაზე მაღალი, იოკოძუნას წოდება აქვს, 10 გამარჯვება და 2 მარცხი აქვს. 

ტოჩინოშინს კიდევ 3 ბრძოლა აქვს ჩასატარებელი. 

ტურნირის გამარჯვების შემთხვევაში ტოჩინოშინი რანგით დაწინაურდება. მისი რანგი ახლა მეაგარიშაა. ტოჩინოშინს აქვს შანსი, 2 საფეხურით დაწინაურდეს და სეკივაკე გახდეს. სევიაკე სუმოს ყველაზე მაღალი რანგის, იოკოძუნას შემდეგ მესამეა.  

კომენტარები