ეკონომიკის სამინისტრო

ეკონომიკის სამინისტრო ნაქირავები ოფისიდან იუსტიციის სახლში გადადის

იუსტიციის სახლი
flickr.com

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ჭოველიძის 10-ში მდებარე ოფისიდან, რომელსაც უწყება თვეში $75 000 დოლარად ($900 000-ად წელიწადში) ქირაობდა, იუსტიციის სახლში გადადის. 

იუსტიციის სახლში ეკონომიკის სამინისტრო დაიკავებს იმ ფლიგელს, სადაც წარსულში ენერგეტიკის სამინისტრო იყო განთავსებული. 2017 წლის დეკემბერში პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლითაც ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოს დაცვის სამინისტროს ნაწილი ეკონომიკის სამინისტროს შემადგენლობაში გაერთიანდა. 

სამინისტროს ახალ შენობაში გადასვლის პორცესი 2018 წლის მარტში უნდა დასრულდეს.

ჭოველიძის ქუჩაზე ეკონომიკის სამინისტრო მას შემდეგ გადავიდა, რაც უწყების წინა ოფისის პრივატიზება მოხდა. ჭანტურიას 12-ში მდებარე შენობა "ჰუალინგ ჯგუფმა" $9.5 მილიონ დოლარად შეიძინა, ადგილზე მაღალი დონის სასტუმროს მოწყობაა დაგეგმილი.

ეკონომიკის სამინისტრო იქამდე, სანამ სამინისტროების შემცირების გადაწყვეტილება მიიღებოდა გეგმავდა აეშენებინა ახალი ოფისი. უწყება ახალი შენობის ასაშენებლად რამდენიმე ლოკაციას განიხილავდა.

კომენტარები