კრიმინალი

ხელვაჩაურში, ე.წ "ოცნების ქალაქში" 50 წლამდე მამაკაცი დაჭრეს

ხელვაჩაურში, ე.წ "ოცნების ქალაქში" 50 წლამდე მამაკაცი დაჭრეს. ინტერპრესნიუსის ცნობით, შემთხვევა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.

დაშავებული მართვით სუნთქვაზე, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 

კომენტარები