ვიზალიბერაიზაცია

ხულორდავა: არ გვაქვს შიშის საფუძველი, რომ უვიზო მიმოსვლას საფრთხე შეექმნება

ტაბულა

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავას განცხადებით, საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხს არ განიხილება. 

ხულორდავა ამბობს, რომ საქართველოს არ აქვს შიშის საფუძველი, რომ ამ ვიზალიბერალიზაციის საკითხს საფრთხე შეექმნება. 

"ევროკომისიამ პირველად შეაფასა საქართველო მას შემდეგ, რაც ჩვენ მივიღეთ ვიზის ლიბერალიზაცია. ამ ანგარიშში, რომელიც 20 დეკემბერს გამოქვეყნდა, საჯაროა, საქართველოს მიღწევები და ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები არის ძალიან პოზიტიურად შეფასებული. ჩვენ არ გვაქვს საფუძველი, რომ შიშები გვქონდეს იმის, რომ გასული წლის ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევას საფრთხე შეექმნება', - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ რუსთავი 2-თან. 

ხულორდავა რადიო თავისუფლების ჟურნალისტის, რიკარდ იოზვიაკის გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა უკმაყოფილოა საქართველოდან თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობით და "სამშაბათს, შეჩერების მექანიზმს განიხილავენ". 

შეხვედრას, რომელიც ევროპულ საბჭოში დღეს, 23 იანვარს უნდა გაიმართოს, "გეგმიური" უწოდა ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ნატალია საბანაძემ

კომენტარები