კრიმინალი

ქუთაისში საქართველოს ბანკის ექსპრეს ფილიალი დააყაჩაღეს, დაჭრილია ერთი მოქალაქე

შსს

ქუთაისში საქართველოს ბანკის ექსპრეს ფილიალი დააყაჩაღეს. თავდამსხმელმა ცეცხლსასროლი იარაღით მუცლის არეში დაჭრა ბანკში მყოფი ერთ-ერთი მოქალაქე, გარკვეული თანხა გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უწყების ინფორმაციით, ბრალდებულის დადგენა-დაკავების მიზნით მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.

ცნობისთვის, საქართველოს ბანკი არაერთხელ გამხდარა თავდასხმის მსხვერპლი როგორც თბილისში, ისე რეგიონებში. ამის გამო, ბანკს დაცვის პოლიცია დაიცავს. შსს-ს ცნობით, გაფორებულია შესაბამისი მემორანდუმი და ბანკის უსაფრთხოების დაცვა და რისკების პრევენცია შესაბამისი შეიარაღებითა და აღჭურვილობით მოხდება.

კომენტარები