საზოგადოებრივი მაუწყებელი

პირველი არხის შუშების ჩამსხვრევისთვის ორ პირს 1-დან 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება

პირველი არხი

დღეს, 20 იანვარს, გამთენიისას, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის შესასვლელის მინები ჩაამსხვრიეს. 

ტელეკომპანიის ცნობით, შემთხვევა დილის 6 საათზე მოხდა. 

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი პირი დააკავა. 

"წვრილმანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებით ორი პირი: 1997 წელს დაბადებული გ.ხ. და 1998 წელ დაბადებული ი.ტ. დააკავეს.

გამოძიების პირველადი ინფორმაციით, აღნიშნულმა პირებმა დაკავებამდე პირველი არხის შენობის წინა ფასადური მინა დააზიანეს. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანება ან განადგურებას გულისხმობს და დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აცხადებს უწყება. 

კომენტარები