უბედური შემთხვევა

თემქაზე მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი მუშა გარდაიცვალა

Getty Images

თემქაზე მშენებარე ობიექტიდან გადმოვარდნილი მუშა გარდაიცვალა. დაშავებულს გადაუდებელი ოპერაცია უტარდებოდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. 27 წლის მამაკაცი მშენებარე კორპუსიდან გუშინ გადმოვარდა. 

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის წარმომადგენლები შეისწავლიან, დაცული იყო თუ არა მშენებლობაზე შრომის უსაფრთხოების ნორმები.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. უწყების ცნობით, გამოძიების შედეგად დადგინდება, რა ვითარებაში მოხდა შემთხვევა.

კომენტარები