კომუნიკაციები

მაგთიკომი ინტერნეტის ტარიფების გაზრდას მარტამდე შეაჩერებს

მაგთიკომი ინტერნეტის ტარიფების გაზრდას მარტამდე შეაჩერებს. კომპანიამ გადაწყვეტილება კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მიმართვის საფუძველზე მიიღო. კომისიის წერილში ნათქვამია, რომ მათ სუბსიდირების საკითხის შესწავლა დაიწყეს. 


ფოტო: მაგთი
მაგთიკომი ინტერნეტის თარიფების გაზრდას 18 იანვრიდან გეგმავდა. კომპანიამ ტარიფის გაძვირება ქვეყანაში გაძვირებულ დენის ტარიფს, გაზრდილ ინფლაციასა და ლარის გაუფასურებას დაუკავშირა. კომპანიამ განაცხადა, რომ "მობილურ კავშირგაბმულობაზე საკმაოდ დაბალი ტარიფებია". 

კომენტარები