კოლუმბია

კოლუმბიაში ხიდის ჩამონგრევას სულ მცირე 9 ადამიანი ემსხვერპლა

reuters

კოლუმბიაში ხიდის ჩამონგრევას სულ მცირე 9 ადამიანი ემსხვერპლა, 10 კი დაშავდა. უცხოური მედიის ინფორმაციით, დაღუპულები და დაშავებულები ხიდზე მომუშავე მუშები არიან. რამდენიმე დაკარგული ადამიანის საპოვნელად კი მიმდინარეობს სამძებრო და სამაშველო სამუშაოები. 

ტრანსპორტის მინისტრმა მომხდარი ტრაგედიად შეაფასა და აღნიშნა, რომ ხიდის ჩამონგრევის მიზეზი სწრაფად უნდა გამოიძიონ.

დაღუპულთა ოჯახებსა და მათ ნათესავებს კოლუმბიის პრეზიდენტმაც მიუსამძიმრა.

446 მეტრი სიგრძის ხიდი კოლუმბიის დედაქალაქს, ბოგოტასა და სამხრეთით მდებარე ქალაქ ვილავისენსიოს აკავშირებდა.

კომენტარები