NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 12% მიიჩნევს, რომ 2017 წლის ოქტომბერში არჩეული ადგილობრივი მთავრობა (იგულისხმება საკრებულოები და მერია) 2014 წლის ივნისში არჩეულ ადგილობრივ მთავრობასთან შედარებით უარესად იმუშავებს.
44% ფიქრობს, რომ ახალი არჩეული ადგილობრივი მთავრობა იგივენაირი იქნება, ხოლო 34% ფიქრობს, რომ ის უკეთესად იმუშავებს.
კითხვაზე "როგორ გაართმევს ახალი ადგილობრივი მთავრობა თავს შემდეგ საკითხებს":
საბავშვო ბაღები: 32% - კარგად, 47% - საშუალოდ, 12% - ცუდად
პარკები და გამწვანება: 26% - კარგად, 49% - საშუალოდ, 15% - ცუდად
საზოგადოებრივი ტრანსპორტი: 25% - კარგად, 50% - საშუალოდ, 15% - ცუდად
ქუჩების ინფრასტრუქტურა: 24% - კარგად, 52% - საშუალოდ, 16% - ცუდად
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2017 წლის 29 ნოემბრიდან 19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს ატარებს CRRC-საქართველო. ცდომილების ზღვარია +/-1.9%.
NDI-ის კვლევა
NDI: 44%-ის აზრით, ახალი ადგილობრივი მთავრობა ისე იმუშავებს, როგორც წინა





