ვითარება საავტომობილო გზებზე

ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე მოძრაობა თავისუფალია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ57 (ვერონა-შუამთა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. თოვის და ლიპყინულის გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე სპეციალური რეჟიმი გუშინ დაწესდა. ავტოტრანსპორტის მოძრაობა დაშვებული იყო მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.

გარდა ამისა, გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ38-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ინტენსიური თოვის გამო, ნაქერალას უღელტეხილზე აკრძალული იყო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

კომენტარები