ჰოლივუდი

მარკ უოლბერგი ჰონორარის სკანდალის შემდეგ $1.5 მილიონს ფონდ Time's Up-ს გადაურიცხავს

TriStar Pictures

მსახიობი მარკ უოლბერგი ფონდ "Time's Up"-ს მიშელ უილიამსის სახელით 1.5 მილიონ აშშ დოლარს გადაურიცხავს.

მსახიობმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მისი და მსახიობ მიშელ უილიამსის ჰონორარს შორის განსხვავებამ კრიტიკა გამოიწვია. ფილმ "All the Money in the World"-ის სცენების ხელახალი გადაღებისათვის უოლბერგმა 1.5 მილიონი აშშ დოლარი ხოლო მიშელ უილიამსმა მხოლოდ ათასი აშშ დოლარი აიღო. სცენების ხელახალი გადაღება იმიტომ გახდა საჭირო, რომ რეჟისორმა რიდლი სკოტმა კევინს პსეისის გარშემო აგორბული სკანდალის შემდეგ ფილმიდან მისი ყველა კადრი ამოჭრა და ხელახლა გადაიღო.

უოლბერგმა განაცხადა, რომ ის 100%-ით უჭერს მხარს თანაბარ ანაზღაურებას და ამიტომ მიღებულ ჰონორარს მიშელ უილიამსის სახელით მთლიანად ფონდ "Time's Up"-ს გადაურიცხავს.

ფონდი სამუშაო ადგილას სექსუალური შევიწროების მხვერპლთათვის ლეგალური დახმარების აღმოსაჩენად შეიქმნა.

კომენტარები