დონალდ ტრამპი

ტრამპის თქმით, ნორვეგიას F-52 თვითმფრინავი მიჰყიდა, რომელიც მხოლოდ Call of Duty-ში არსებობს

Reuters

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნორვეგიის პრემიერმინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ქვეყნებს შორის სამხედრო და სავაჭრო შეთანხმებებზე ისაუბრა.

ტრამპმა თქვა, რომ აშშ-მ ნორვეგიას F-52 ტიპის რექატიული თვითმფრინავები მიჰყიდა, თუმცა მსგავსი მოდელის თვითმფრინავი რეალურად არ არსებობს და ის მხოლოდ ვიდეოთამაშ Call of Duty-შია.

ტრამპს უნდა ეთქვა, რომ ნორვეგიას 52 ცალი F-35 ტიპის რეაქტიული თვითმფრინავი მიჰყიდა, თუმცა ამის ნაცვლად თქვა, რომ აშშ-მ ნორვეგიას F-52 და F-35 ტიპის თვითმფრინავები მიჰყიდა.

ნორვეგია თვითმფრინავებს ნოემბერში მიიღებს. ნორვეგიის საჰაერო ძალების ხელმძღვანელის თქმით ეს თვითმფრინავები ნორვეგიის თავდაცვისუნარიანობას გაზრდის.

კომენტარები