ძარცვა

სასტუმრო Ritz Paris-დან 4.5 მილიონი ევროს ღირებულების ძვირფასეულობა მოიპარეს

Reuters

გუშინ საღამოს სასტუმრო Ritz Paris-ში ცეცხლსასროლი იარაღით, ნაჯახით და დანებით შეიარაღებული 5 ადამიანი შეიჭრა და 4.5 მილიონი ევროს ღირებულების ძვირფასეულობა გაიტაცა.

პოლიციამ სამი მძარცველის დაკავება შეძლო. ორმა გაქცევა მოახერხა.

თვითმხილველების თქმით სულ მცირე 10 გასროლა გაიგონეს, გავრცელებული ცნობით დაჭრილია სასტუმროს თანამშრომელი, თუმცა ინფორმაციას ფრანგული პოლიცია არ ადასტურებს.

ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო პარიზის ცენტრში მდებარეობს. ის ეგვიპტელ მილიარდერს, მუჰამედ ალ-ფაედს ეკუთვნის. 1997 წელს პრინცესა დაიანა მის შვილთან, დოდი ალ-ფაედთან ერთად სწორედ Ritz Paris-ის დატოვების შემდეგ, ავტოკატასტროფაში დაიღუპა.

კომენტარები