სტიქია

კალიფორნიაში ჩამოწოლილმა მეწყერმა 13 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა

Reuters

კალიფორნიაში, სანტა ბარბარას და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულმა მეწყერმა სულ მცირე 13 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 163 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მათგან ოთხის მდგომარეობა კრიტიკულია.

დაკარგულად ითვლება ათობით ადამიანი. მიმდინარეობს სამძებრო და სამაშველო სამუშაოები.

ძლიერმა წვიმამ ქუჩები დატბორა, ჩამოწოლილმა მეწყერმა კი მთავარი ქუჩები და მაგისტრალი გადაკეტა.

მეწყერი იმ ადგილებში ჩამოწვა, რომელიც გასულ თვეს ხანძარმა დააზარალა.

კომენტარები