რუსეთი-სირია

პესკოვი: სირიაში დარჩენილ რუსულ სამხედრო ბაზებს ტერორისტებთან გამკლავება შეუძლიათ

telegraph.co.uk

კრემლის სპიკერის თქმით სირიაში დარჩენილ რუსულ ძალებს მათ სამხედრო ბაზებზე შესაძლო თავდსხმების გამკლავება შეუძლიათ.

"დარჩენილი კონტიგენტი, დანრჩენილი სამხედრო ინფრასტრუქტურა, ჰმეიმიმის და ტარტუსის სამხედრო ბაზები, ყველას აქვს შესაძლებლობა ებრძოლოს ტერორისტულ აქტებს." განაცხადა დმიტრი პესკოვმა.

პესკოვის ეს განცხადება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მოჰყვა, რომელის მიხედვითაც 6 იანვარს სირიაში რუსულ სამხედრო ბაზებს მებრძოლები დრონებით დაესხნენ თავს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა რუსულ სამხედრო ძალებს სირიის დატოვების ბრძანება გასული წლის დეკემბრის დასაწყისში მისცა. მისი თქმით მოსკოვმა და დამასკომ მიაღწიეს თავიანთ მიზანს, რაც ე.წ. ისლამური სახელმწიფოს განადგურებას გულისხმობდა, და დროა რუსულმა ძალებმა სირიის ტერიტორიის დატოვება დაიწყონ.

პუტინმა ეს განცხადება სირიაში რუსული საავიაციო ბაზის მონახულებისას გააკეთა. მისი თქმით ეს ბაზა, ისევე როგორც სირიის პორტ ტარტუსში არსებული საზღვაო ბაზა დარჩება.

რუსეთმა სირიაში პირველი სამხედრო დარტყმები 2015 წლის სექტემბერში განახორციელა.

კომენტარები