სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეა

ჩრდილოეთ კორეა სამხრეთ კორეაში ოლიმპიურ გუნდს გაგზავნის

EPA

ჩრდილოეთ კორეა სამხრეთ კორეაში მომავალ თვეს დაგეგმილ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე დელეგაციას გაგზავნის. დელეგაციის შემადგენლობაში ათლეტები, ოფიციალური პირები და გულშემატკივრები იქნებიან.

ამის შესახებ განცხადება სამხრეთ კორეამ მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ გააკეთა. მოლაპარაკებები ორი ქვეყნის წარმომადგენლებს შორის დემილიტარიზებულ ზონაში დღეს გაიმართა.

სამხრეთ კორეამ ჩრდილოეთს ომის შედეგად დაყოფილი ოჯახების შეხვედრა და სამხედრო სახითხებზე მოლაპარაკებების განახლებაც შესთავაზა.

ჯერ-ჯერობით უცნობია ჩრდილოეთ კორეის პასუხი ამ შემოთავაზებებზე.

სამხრეთ კორეის განცხადებით განიხილება გაეროსთან შეთანხმებით ჩრდილოეთისათვის სანქციების დროებით მოხსნა, რათა ხელი შეუწყონ ზამთრის ოლიმპიადაში მათ მონაწილეობას.

კომენტარები