სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეა

"ახალი ისტორიის დასაწყისი" - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი სამხრეთ კორეას ეწვია

ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინსა და სამხრეთ კორეის პრეზიდენტ მუნ ჯე ინს შორის ისტორიული შეხვედრა გაიმართა. ორი ქვეყნის ლიდერმა ერთმანეთს ხელი სადემარკაციო ხაზთან ჩამოართვეს. 1953 წლის კორეის ომის შემდეგ, კიმ ჩენ ინი ჩრდილოეთ კორეის პირველი ლიდერია, რომელიც სამხრეთ კორეას ეწვია. 

"ისტორიაში ახალი ეპოქა იწყება: მშვიდობის ეპოქა“, - დაწერა კიმ ჩენ ინმა მშვიდობის სახლში, სპეციალურ წიგნში.

კომენტარები