სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეა

სამხრეთ კორეამ ჩრდილოეთის საპასუხოდ სარაკეტო წვრთნები ჩაატარა

KCNA

სამხრეთ კორეამ დღეს სარაკეტო წვრთნები ჩაატარა, რომელი მათი განცხადებით პასუხია ჩრდილოეთ კორეის მიერ ახალი ბომბის გამოცდაზე და აჩვენებს მათ მზადყოფნას გაანადგუროს კიმ ჩენ ინის რეჟიმი. სარაკეტო წვრთნები სამხრეთ კორეის საჰაერო ძალებმა განახორციელეს და ის მოიცავდა შორი დისტანციის და ბალისტიკურ რაკეტებს და ჩრდილოეთ კორეის ატომური იარაღის სატესტო ტერიტორიებზე დარტყმის სიმულაციას წარმოადგენდა. სამხრეთ კორეის მთავრობის განცხადებით ისინი ემზადებიან დამატებითი წვრთნებისათვის, რომელებით აშშ-ის ძალებთან ერთად განხორციელდება.

წვრთნების დაანონსება ტრამპის მიერ Twitter-ზე გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა, რომელში ის სამხრეთ კორეას აფრთხილებს, რომ დიალოგი ჩრდილოეთ კორეის დასაშოშმინებლად არ იმუშავებს. აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, ჯეიმზ მეტისის განცხადებით პრეზიდენტმა მოითხოვა მიაწოდონ ინფორმაცია ჩრდილოეთ კორეის აგრესიაზე საპასუხოდ არსებული სამხედრო ვარიანტების შესახებ. “ჩვენ არ ვაპირებთ მთელი ქვეყნის განადგურებას, თუმცა როგორც განვაცხადე, ამის გასაკეთებლად ბევრი საშუალება გვაქვს.”- თქვა მეტისმა.

სეულსა და ვაშინგტონში სამხრეთ კორეის ტერიტორიაზე დამატებითი სტრატეგიული ამერიკული სამხედრო იარაღის განთავსებას ვარაუდობენ, მათ შორის აირმზიდებისა და ბომბდამშენების.

კვირას ჩრდილოეთ კორეამ ახალი იარაღი გამოსცადა, რომელიც მათი მტკიცებით წყალბადის ბომბია. აფეთქებამ 6.3 მაგნიტუდის მიწისძვრა გამოიწვია.

გაეროს უსაფრთხოების საბჭო დღეს შეხვედრას გამართავს, რომელზეც ახალი სანქციების შემოღება განიხილება.

 

კომენტარები