სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისთვის ბათუმში ორი პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით, 1960 წელს დაბადებულ ი.ჩ-ს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-გასაღებას ედავებიან, ხოლო 1978 წელს დაბადებულ ა.კ-ს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას.
"ა.კ.-ს პირადი და მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის ჩხრეკისას, 376 აბი „სუბოქსინი“ ამოიღეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ი.ჩ. ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა. იგი პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა. სამართალდამცველებმა ი.ჩ.-ს მიერ გაყიდული ნარკოტიკი ნივთმტკიცებად ამოიღეს" - აცხადებს შსს,
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.





