რუსთავი

რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში ახალშობილი იპოვეს

რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში ახალშობილი იპოვეს. ჩვილი სამედიცინო გამოკვლევის ჩატარების მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. კლინიკის სამშობიარო განყოფილების უფროსის ბადრი გელენავას თქმით, სოციალური სამსახური ბიჭს ჩვილ ბავშვთა სახლში გადაიყვანს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლით დაიწყო. მუხლი გულისხმობს იმის ჩაყენებას სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში, ვისაც შესაძლებლობა არა აქვს, მიიღოს ზომები თავის დასაცავად. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

კომენტარები