ირანი

ირანის ყოფილი პრეზიდენტი, მაჰმუდ აჰმედინეჯადი დააკავეს

არსებული ინფორმაციით, ირანის ხელისუფლებამ, აიათოლა ალი ხამენეის მეთაურობით, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, მაჰმუდ აჰმედინეჯადი დააკავა. მას ირანში საპროტესტო გამოსვლების მხარდაჭერას ედავებიან და ასევე, იმას, რომ ბუშერში მისი განცხადების შემდეგ, დემონტრანტთა რიცხვმა იმატა.

ინფორმციას ამის შესახებ როიტერი Al-Quds Al-Arabi-ზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც, თავის მხრივ, თეირანელ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ხელისუფლება აპირებს ყოფილ პრეზიდენტს შინა პატიმრობას მიუსაჯოს.

დეკემბრის ბოლოს, ბუშერში ვიზიტისას, მაჰმუდ აჰმედინეჯადმა განაცხადა, რომ ირანი დაიღალა არასწორი მართვით და აჟამინდელ ხელისუფლებას ჰქონია, რომ მიწას ფლობს და ხალხი უმეცარია.

"ზოგიერთი ამჟამინდელი ლიდერი ცხოვრობს მოსახლეობის პრობლემებისგან განცალკევებით და არაფერი იცის საზოგადოების შესახებ", - თქვა ირანის ექსპრეზიდენტმა.

ირანის სასამართლო სისტემის მე-5 ხელმძღვანელმა, ამოლე ლარიჯანიმ აჰმედინეჯადი პროტესტის გაღვივებაში დაადანაშაულა. ზოგიერთი ბრალდება მიმართული იყო შიიტი სასულიერო პირის და პოლიტიკოსის, მეჰდი კარიუბის და ყოფილი პრემიერმინისტრის, მირ ჰსენ მუსავის წინააღმდეგაც, რომლებიც ასევე დააკავეს თავიანთ სახლებში.

ვიდეო მიმართვაში აჰმედინეჯადმა ლარიჯანის შესახებ სარკასტულად თქვა: "მე არ მყავს შვილები, რათა დასავლეთის ჯაშუშებად იმუშაონ, არ მყავს ძმები, რომლებიც კონტრაბანდაში არიან ჩართულები, მე არ ვიპარავ მიწას ჩემი სასახლის ასაშენებლად".

28 დეკემბერს ირანის ქალაქ მეშჰედში გამოსვლები დაიწყო. პროტესტი მალე სხვა დიდ ქალაქებშიც გავრცელდა. მომიტინგეები ეკონომიკურ სტაგნაციას და რეგიონში ირანის პოლიტიკას აპროტესტებდნენ. ერთი კვირის მანძილზე პოლიციასთან შეტაკებების შედეგად სულ მცირე 21 ადამიანი დაიღუპა და ასობით დააკავეს.

რა ხდება ირანში - წაიკითხეთ ტაბულას ინტერვიუ ირანში მიმდინარე მოვლენების შესახებ კანადაში საქართველოს ყოფილ ელჩთ, დიპლომატდა ირანის სპეციალისტ ალექსანდრე ლაცაბიძესთან.

კომენტარები