Game of thrones

რა ვიცით GAME OF THRONES-ის მერვე სეზონის შესახებ

HBO.com

Game of Thrones-ის მეშვიდე სეზონი რამდენიმე თვეა დასრულდა, სერიალის გულშემატკივრები კი უკვე დიდი იმედებით ელიან მერვე სეზონს.

რა ვიცით მერვე სეზონის შესახებ?

1. პრემიერა 2019 წლამდე არ შედგება

HBO-მ გუშინ, 4 იანვარს დაადასტურა, რომ სერიალის მერვე სეზონი 2019 წლამდე არ გამოვა, მაგრამ ზუსტი თარიღი არ უთქვამთ.

2. მერვე სეზონში მხოლოდ 6 სერია იქნება

2016 წელს GOT-ის ერთ-ერთმა სცენარისტმა დევიდ ბენიოფმა თქვა, რომ სერიალის ბოლო ორ სეზონში სრულად 13 სერია იქნება - მეშვიდე სეზონში 7, მერვე სეზონში კი 6 სერია. თავის დამშვიდება მხოლოდ იმ ფაქტით შეიძლება, რომ მერვე სეზონში სერიების ხანგრძლივობა ერთ საათზე მეტი იქნება.

3. სცენარი უკვე დაწერილია, გადაღება კი 2017 წლის ოქტომბერში დაიწყო

HBO-მ დაადასტურა, რომ მერვე სეზონის სცენარი უკვე დასრულებულია. ჯეიმი ლანისტერის როლის შემსრულებელმა ნიკოლაი კოსტერ-ვალდაუმ კი თქვა, რომ მათ ახალ სეზონზე მუშაობა 2017 წლის ოქტომბრიდან დაიწყეს.

4. მერვე სეზონის სცენარი მხოლოდ ოთხმა სცენარისტმა დაწერა

დევიდ ბენიოფის თქმით, მერვე სეზონის პირველ სერიაზე დეივ ჰილმა, მეორეზე ბრაიან კოგმანმა, ბოლო ოთხზე კი თავად ბენიოფმა და დ.ბ უეისმა იმუშავეს.

კომენტარები