ღვინის ექსპორტი

2017 წელს ღვინის ექსპორტი რეკორდული - 76 მილიონი ბოთლი იყო, მისი 62% რუსეთზე მოდის

agenda.ge

2017 წელს ქართული ღვინის ექსპორტი 54%-ით გაიზარდა და მან 76.7 მილიონ ბოთლს მიაღწია. თანხობრივად ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი $170 მილიონს აჭარბებს.

საექსპორტო ქვეყნების პირველი ხუთეულია:

  1. რუსეთი - 47,778,920 ბოთლი
  2. უკრაინა - 8,502,554 ბოთლი
  3. ჩინეთი - 7,585,407 ბოთლი
  4. ყაზახეთი - 3,322,867 ბოთლი
  5. პოლონეთი - 2,676,440 ბოთლი

ექსპორტის მატება აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: ჩინეთი - 43% (7,585,407 ბოთლი), რუსეთი - 76% (47,778,920), უკრაინა - 46% (8,502,554), პოლონეთი - 15% (2,676,440), ლატვია - 20% (1,505,138), ბელარუსი - 56% (1,827,130), აშშ - 56% (457,920), გერმანია - 38% (404,538), ისრაელი - 150% (213,074), მონღოლეთი - 82% (168,162), საფრანგეთი - 178% (99,796),  აზერბაიჯანი 75% (141,294) და სხვა.  

რუსეთის ბაზარზე არსებული რისკები

ქართული ღვინის საექსპორტო ბაზარი კარგად დივერსიფიცირებული არაა და მისი 2/3 რუსეთზე მოდის, რაც პოტენციურ რისკს წარმოადგენს. პოლიტიკური რისკების გარდა აღნიშნულ ბაზარზე ეკონომიკური რისკებიც მაღალია. მაგალითად, 2015 წელს რუსეთში არსებული ეკონომიკური კრიზისის გამო საქართველოს ღვინის ექსპორტი 39%-ით შემცირდა

"რუსეთი არის ბაზარი, სადაც ყველაზე მეტი ცნობადობა აქვს ქართულ ღვინოს", - ამბობს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი.

ამასთან, მსოფლიოს 26  ქვეყანაში ექსპორტირებულია 18,4 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 78%-ით აღემატება 2016 წლის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია  39,4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი - მატება 70%-ს აღწევს.

მსოფლიოს 23 ქვეყანაში ექსპორტირებულია 288 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 180% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავლები  846,3 ათას აშშ დოლარს შეადგენს, ზრდამ 2016 წელთან  შედარებით 148%-ს მიაღწია.

მთლიანობაში - ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ჩამოსასხმელი ბრენდის, ღვინომასალისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავლები 283,8 მლნ აშშ დოლარს შეადგენს - ზრდამ 2016 წელთან შედარებით 46%-ს მიაღწია.

კომენტარები