WizzAir

9 მოქალაქე ლარნაკაში ჩარჩა - მგზავრები და WizzAir ერთმანეთს ადანაშაულებენ

Daily Mail

ავიაკომპანია ვიზეარის განცხადებით, 2 იანვარს ლარნაკაში, ლარნაკა-ქუთაისის რეისზე საქართველსო რამდენიმე მოქალაქე ჩასხდომის გასასვლელთან დროულად არ გამოცხადდა და მათი შეფერხებაც სწორედ ამან გამოიწვია. 

კომპანია განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ „2018 წლის 2 იანვარს რამდენიმე მგზავრი, რეისზე W6 6404 ლარნაკა-ქუთაისი, არ გამოცხადდა დროულად თვითმფრინავში ჩასხდომის გასასვლელთან. მგზავრთა გადაყვანის ზოგადი პროცედურების შესაბამისად, რითიც ხელმძღვანელობს ყველა ავიაკომპანია, მგზავრები, რომლებიც ჩასხდომის გასასვლელის დახურვის შემდგომ გამოცხადდებიან, აღარ დაიშვებიან რეისზე. ამ შემთხვევაში, მგზავრებს ავიაკომპანიის წარმომადგენლები უწევენ დახმარებას, გადაჯავშნონ ფრენა მომდევნო რეისზე. ფრენის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, „ვიზეარი“ შეახსენებს მგზავრებს, რომ ჩასხდომის გასასვლელთან უნდა გამოცხადდნენ თვითმფრინავის აფრენის დროიდან 30 წუთით ადრე“. 

მგზავრები ვიზეარის განცხადებაში ნათქვამს სიცრუეს უწოდებენ და ამბობენ, რომ მათ დროულად გაიარეს რეგისტრაცია.

საქართველოს 9 მოქალაქე ავიაკომპანია ვიზეარისგან კვიპროსში საქართველოს საელჩოსგან დახმარებას 20 საათზე მეტია ითხოვს. მათ ამ დრომდე არ აქვთ ინფორმაცია, როდის დაბრუნდებიან საქართველოში. როგორც თავად ამბობენ, ტექნიკური მიზეზების გამო, აეროპორტსა და კომპანიას შორის კომუნიკაცია ვერ შედგა და თვითმფრინავი მათ გარეშე გაფრინდა.

მგზავრები ავიაკომპანიისა და აეროპორტის წინააღმდეგ ტურისტები სარჩელის შეტანასაც გეგმავენ. 

კომენტარები