უკრაინა

ხარკოვის ფოსტის შენობიდან 11 მძევალი გაათავისუფლეს, თავდამსხმელი დაკავებულია

Reuters

ხარკოვის ფოსტის შენობაში მყოფი თავდამსხმელი პოლიციამ შტურმის შედეგად აიყვანა, თერთმეტივე მძევალი კი გათავისუფლებულია. პირი რომლის ვინაობაც ამ დროისთვის არ ვრცელდება დაკითხვაზეა გადაყვანილი. თავდამსხმელი საკუთარი თავის აფეთქებით იმუქრებოდა.

უკრაინის პოლიციის ხელმძღვანელის სერგეი კნიაზევის განცხადებით, მძევალთა გათავისუფლების რამდენიმესაათიანმა ოპერაციამ გართულებების გარეშე ჩაიარა, რის შედეფადადაც არავინ დაშავებულა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, მძევალთა შორის ორი არასრულწლოვანი იყო. 

კანონმდებლობის თანახმად, დაკავებულს 15 წლამდე პატიმრობა ელის.

კომენტარები