ავღანეთი

ქაბულში მომხდარი აფეთქების შედეგად ორმოცზე მეტი ადამიანი დაიღუპა

CNN

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. დაიღუპა სულ მცირე 40 ადამიანი. დაშავებულია კიდევ 30.

თავდასხმის სამიზნეს კულტურული ცენტრი წარმოადგენდა, სადაც ასამდე ადამიანი საბჭოთა კავშირის ავღანეთში შესვლის დღესთან დაკავშირებით იყო შეკრებილი. თვითმკვლელი ტერორისტის აფეთქებას შენობაში დამონტაჟებული ორი ბობმბის აფეთქებაც მოჰყვა, თუმცა ამას დამატებითი მსხვერპლი არ გამოუწვევია.

თალიბანმა თავდასხმაში მონაწილეობა უარყო.

კომენტარები