ლარი დოლართან 1.25 თეთრით, ხოლო ევროსთან - 2.23 თეთრით გაუფასურდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური კურსი 2.5876 ლარია, ერთი ევროსი კი - 3.0759 ლარი.
ეროვნული ვალუტა თურქულ ლირასთან და ბრიტანულ ფუნტთან მიმართებითაც გაუფასურდა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო ორი კვირის მანძილზე, ლარს გამყარების ტენდენცია ჰქონდა.





