აშშ-ჩრდილოეთ კორეა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩრდილოეთ კორეას ახალი სანქციები დაუწესა

kcna

აშშ-მა ჩრდილოეთ კორეის ბირთვული და სარაკეტო პროგრამის საპასუხოდ ახალი სანქციები შემოიღო.

სანქციები ჩრდილოეთ კორეის ბალისტიკური რაკეტების პროგრამის ხელმძღვანელებს დაუწესდათ.

ისინი აშშ-სთან ბიზნეს და ინდივიდუალურ ტრანზაქციებს ვეღარ განახორციელებენ.

აშშ-ს სანქციები უკვე დაწესებული აქვს ჩრიდლოეთ კორეული ბანკებისთვის და ჩრდილოეთ კორეის ოცზე მეტი მოქალაქისათვის.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე თვეში გაეროს უშიშროების საბჭომ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციები გაამკაცრა, ამჯერად მიზეზი ფხენიანის მიერ ჩატარებული ახალი სარაკეტო გამოცდები გახდა. ახალი სანქციები სავაჭრო ემბარგოს გაფართოებასა და ნათობის იმპორტის 90%-ით შემცირებას ითვალისწინებს. ამასთან, საზღვარგარეთ მომუშავე ჩრდილოეთ კორეის მოქალაქეებმა მომდევნო 24 თვის მანძილზე უცხო ქვეყნები უნდა დატოვონ და სამშობლოში დაბრუნდნენ.

აშშ-ის მიერ ინიცირებულ რეზოლუციას ხელი საბჭოში შემავალმა 15-ვე ქვეყანამ მოაწერამ, მათ შორის ფხენიანის მთავარმა სავაჭრო პარტნიორებმა - რუსეთმა და ჩინეთმა.

ჩრდილოეთ კორეამ ახალ სანქციებს საომარი ქმედება უწოდა. ოფიციალური ფხენიანის თქმით აშშ-ს და ყველა ქვეყანას, ვინც სანქციების გამკაცრებას მხარი დაუჭირა ეს ძვირად დაუჯდებათ.

კომენტარები