ზვიად რატიანის ცემა

ზვიად რატიანი: პოლიციელებს ქურთუკის ფერი არ მოეწონათ, მცემდნენ, მოკვლას მიპირებდნენ

რუსთავი 2

პოეტი ზვიად რატიანი მისი დაკავებისა და სამართლადამცავების მხრიდან მისი ცემის ფაქტს იხსენებს. რატიანის თქმით, სამართლადამცავების გაღიზიანება მისი ქურთუკის ფერმა გამოიწვია. რის შემდეგაც ის წაიყვანეს განყოფილებაში და რამდენჯერმე სცემეს. რატიანს დაკვებისას ნარისნჯისფერი ქურთუკი ეცვა. 

"რეიდი ქონია პოლიციას. არ ვიცი შეიძლება სისულელედ ჟღერდეს, მაგრამ მე რაც გავიგე ქურთუკის ფერი არ მოეწონათ. მცემდნენ ძირითადად თავში, დაზიანებები თმის ქვეშ არ ჩანს და სხეულზეც მაქვს დაზიანებები. საათობით გრძელდებოდა მანქანაში ეს წვალება. პირდაპირი მნიშვნელობით მოკვლას მიპირებდნენ. ასე ამბობდნენ და მაშინებდნენ თუ მართლა მიპირებდნენ არ ვიცი. რამდენიმე უბანში გამატარეს ამ მანქანით, გაკოჭილი ვიყავი და ჩატენილი ვყავდი მანქანაში ფეხებში. მირტყამდა ყველა."- იხსენებს რატიანი.

პოეტი ზვიად რატიანი პოლიციელებმა გუშინ დააკავეს და სცემეს, დაკავების მიზეზი ამ დრომდე უცნობია. მას პოლიცია ხულიგნობასა და პოლიციელებისათვის დაუმორჩილებლობას ედავებოდა, დღეს კი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. 

შსს-მ დრესვე განცხადება გაავრცელა, სადაც ეწერა, რომ იკვეთება პოლიციელის მხრიდან შესაძლო გადაცდომა და ამ პოლიციელს გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილება შეუჩერდა. 

კომენტარები