ზვიად რატიანის ცემა

პროკურატურამ რატიანის საქმეზე პოლიციელების მიმართ გამოძიება დაიწყო

მთავარი პროკურატურა
პროკურატურა

პროკურატურამ ზვიად რატიანის საქმეზე პოლიციელთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. გამოძიებას უწყება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით აწარმოებს. "ამ დროისთვის ტარდება ყველა საჭირო  საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რომელთა შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. 

პოეტ ზვიად რატიანს პოლიციელებმა გუშინ დააკავეს და სცემეს, დღეს კი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. რატიანის თქმით, სამართლადამცავების გაღიზიანება მისი ქურთუკის ფერმა გამოიწვია. ის გააჩერეს, შემდეგ კი განყოფილებაში გადაიყვანეს და რამდენჯერმე სცემეს. მას დაკავებისას ნარინჯისფერი ქურთუკი ეცვა. 

მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რატიანმა თავად გაუწია წინააღმდეგობა პოლიციას და მათ უცენზურო გამონათქვამებით მიმართა. შსს-ის განცხადება და საქმის დეტალები წაიკითხეთ აქ. 

კომენტარები