ზვიად რატიანის ცემა

გიორგაძე რატიანზე: სამწუხარო ფაქტია, არ აქვს მნიშვნელობა პოეტზეა საუბარი თუ სხვაზე

ძალის გადამეტების გამოვლენის შემთხვევაში, ბუნებრივია, რომ უნდა დაისაჯოს ყველა დამნაშავე. ძალიან სამწუხარო ფაქტია, არ აქვს მნიშვნელობა პოეტზე იქნება, მუსიკოსზე თუ სხვა სფეროს წარმომადგენელზე საუბარი, მთავარი არის, რომ მოკვლევამ კონკრეტული, დროული და გამჭვირვალე პასუხები საზოგადოებას მისცეს, იმისთვის, რომ კითხვის ნიშნები არ დარჩეს ამასთან დაკავშირებით. 

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე სამართალდამცავების მხრიდან პოეტ ზვიად რატიანის ცემის ფაქტის შესახებ. პოეტი ზვიად რატიანი სამართალდამცავებმა გუშინ დააკავეს და როგორც თავად ამბობს, ფიზიკურად გაუსწორდნენ.

კომენტარები