ზვიად რატიანის ცემა

შსს რატიანზე: იკვეთება პოლიციელისგან შესაძლო გადაცდომა, შეუჩერდა უფლებამოსილება

http://arilimag.ge

პოეტ ზვიად რატიანის დაკავებასა და სამართლადამცველების მხრიდან მისი ცემის ფაქტზე შინგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ პირველადი შესწავლის შედეგად, იკვეთება ერთი პოლიციელის მხრიდან შესაძლო სამსახურებრივი გადაცდომა და მას ფაქტის გამოძებამდე უფლებამოსილება შეუჩერდება. 

"რაც შეეხება მოქალაქე ზ.რ.-ს დაკავების ფაქტს, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია სწავლობს აღნიშნულ ფაქტს. პირველადი შესწავლის შედეგად, იკვეთება ორივე მხარის პასუხისმგებლობა. ამავე დროს, წინასწარი მოკვლევით იკვეთება ერთერთი პოლიციელის შესაძლო სამსახურებრივი გადაცდომა. შინაგან საქმეთა სამინისტრო, ფაქტის საბოლოო გამოძიებამდე უფლებამოსილებას შეუჩერებს ზემოაღნიშნულ პოლიციელს. რაც შეეხება , მოქალაქე ზ.რ.-ს, იგი ამჟამად გათავისუფლებულია დროებითი მოთავსების იზოლატორიდან. ამ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. შინაგან საქმეთა სამინისტრო პერიოდულად მიაწოდებს საზოგადოებას ინფორმაციას ფაქტის გამოძიების მიმდინარეობაზე." - წერია შსს-ს განცხადებაში.

პოეტი ზვიად რატიანი გუშინ საღამოს დააკვეს. როგორც ადვოკატი ამბობს ის ნაცემია და მთელ სხეულზე დაზიანებები აღენიშნება.

კომენტარები