ზვიად რატიანის ცემა

პოეტ ზვიად რატიანს სამართალდამცავებმა სცემეს

http://arilimag.ge

სამართალდამცავებმა პოეტი ზვიად რატიანი დააკავეს და სცემეს. ამის შესახებ ტაბულას ინფორმაცია მისმა ადვოკატმა ანა ნასრაშვილმა დაუდასტურა.

ადვოკატის ინფორმაციით, რატიანს დაზიანებები აქვს როგორც სახეზე, სხეულზე ფეხებზე და ხელებზე. აქვს სილურჯეები და ტუჩი გახეთქილი. ადვოკატის თქმითვე,  მას შესაძლოა ქონდეს ტვინის შერყევა რადგან აქვს თავის ტკივილები.

„დაახლოებით საღამოს 6 საათზე, თამარ მეფის გამზირზე მას მიუახლოვდა მანქანა ვერცხლისფერი ჯიპი, რომელშიც იჯდა 4 მამაკაცი. როგორც თავად რატიანი ყვება,  ერთი შეხედვით მათ არ ეტყობოდათ რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები. მათ ყურადღება გაამახვილეს მის ჩაცმულობაზე. მას ეცვა ნარინჯისფერი ქურთუკი. დაუსვეს კითხვები თუ რატომ ეცვა ეს ქურთუკი, რის შემდეგაც რატიანმ უპასუხა, რომ ეს არ იყო მათი გასარჩევი თუ რას ჩაიცვამდა ის, რის შემდეგაც ჩატენეს მანქანაში დაადეს ხელბორკილები ხელებზე და ფეხებზე და დაუწყეს ცემა. მიიყვანეს აღმაშენებლის გამზირზე მდებარე პოლიციის სამმართველოში. დაახლოებით 40 წუთის შემდეგ კი გადაჰყავთ დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორში. როგორც თავად ყვება გზაში, დიღომში გადაყვანისას გადმოიყვანეს მანქანიდან მტკვართან ახლოს, მოფარებულ ადგილზე და ისევ სცემეს." - ყვება რატიანის ადვოკატი ანა ნასრაშვილი.

ზვიად რატიანის მეგობარი ნინო ბეკიშვილი ტაბულასთან  საუბრისას ყვება, რომ დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე ის ტელეფონზე ესაუბრა რატიანს და ერთმანეთს უნდა შეხვედროდნენ, რის შემდეგაც რატიანს ვეღარ დაუკავშირდა. მოგვიანებით კი მან დაურეკა თავის დეიდაშვილს და უთხრა რომ დააკვებული იყო და ნაცემი.

ადვოკატის ინფორმაციით, ზვიად რატიანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით არის დაკავებული, რაც გულისხმობს წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისათვის დაუმორჩილებლობას.

რატიანის სასამართლო პროცესი დღეს 12 საათზე გაიმართება. 

შინაგან საქმეთა სამინსიტროში ამ თემასთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ. როგორ ტაბულას უწყებაში განუცხადეს 12 საათზე ბრიფინგია ჩანიშნული.

კომენტარები