ტერორიზმი

FBI-იმ სან ფრანცისკოზე დაგეგმილი თავდასხმა აღკვეთა

Getty Images

ყოფილი ამერიკელი ჯარისკაცი, 25 წლის ევერიტ აარონ ჯეიმსონი გამოძების ფედერალურმა სამსახურმა სან ფრანცისკოზე თავდასხმის დაგეგმვის ბრალდებით დააკავა. გამოძიების ცნობით, დაკავებულის სამიზნე სავაჭრო ცენტრი Pier 39 იყო, რომელიც ტურისტების სიმრავლით გამოირჩევა.

სამართალდაცველების თქმით, ჯეიმსონის სახლის ჩხრეკისას ცეცხლსასროლი იარაღი და წერილი იპოვეს, რომელიც ადასტურებს, რომ ის თავდასხმას ნამდვილად გეგმავდა.

FBI-ის სისხლის სამართლის საჩივარში ნათქვამია, რომ წერილში მითითებული იყო, რომ თავდასხმა დონალდ ტრამპის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების გამო იგეგმებოდა.

კომენტარები