23 დეკემბერს თბილისში, დიდგორის რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ თელასი ავრცელებს და მიზეზად სხვადასხვა სახის სამუშაოს ასახელებს.
თელასის ცნობით, შეზღუდვა შეეხება დაბა კიკეთის, დაბა კოჯრის (ნაწილობრივ) და სოფელ ბეთანიას მაცხოვრებლებს. შეზღუდვა 10:00 საათიდან 18:00 საათამდე გაგრძელდება.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.
თელასი
23 დეკემბერს თბილისში, დიდგორის რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

Creative commons




