გინება პარლამენტში

გოცირიძე: ჯერ სამარხვო გინება არ არის გამოგონებული

კრიტიკას უნდა მოსმენა და როგორი გამაღიზიანებელიც არ უნდა იყოს, არ უნდა შეაგინო ოპონენტებს. ეს ჩვენი ქართული ოცნება დღე და ღამე ღმერთზე ლოცულობს, დილით ღმერთზე ფიქრობენ და ღამით ანგელოზები ესიზმრებათ და ამ მარხვაში გინება როგორ შეიძლება, თანაც ჯერ სამარხვო გინება არ არის გამოგონებული.

ინტერპრესნიუსის ცნობით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი რომან გოცირიძე პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე. ცნობისთვის, პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ფრაქციის სხდომაზე ენმ-ის დეპუტატ ნიკა მელიას აგინა.

კომენტარები