გინება პარლამენტში

იონათამიშვილი პრემიერს: თითოეული მოქალაქის უფლებების და ღირსების დამცველი ხართ

ჩვენ დღეს მოვისმინეთ ძალიან კარგი სამთავრობო პროგრამა, რომელიც პასუხობს როგორც იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა, ასევე იმ საჭიროებებს, რომლის წინაშეც დგანან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები. ეს კიდევ ერთხელ მაძლევს იმის საფუძველს, ბატონო პრემიერო, რომ გითხრათ, რომ თქვენ ნამდვილად ხართ თითოეული საქართველოს მოქალაქის უფლებებისა და ღირსების დამცველი, რაზეც ასევე დიდი მადლობა მინდა გითხრათ.

დეპუტატი "ქართული ოცნებიდან", რატი იონათამიშვილი პარლამენტის სხდომზე, სადაც მთავრობას ამტკიცებენ, პრემიერმინისტრს მიმართავს. 20 დეკემბერს, მას შემდეგ, რაც გიორგი კვირიკაშვილმა ენმ-ის დეპუტატ ნიკა მელიას აგინა, ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ "რა თანამდებობაზეც არ უნდა ვიყოთ ჩვენ, ჯერ ჩვენი ღირსების დაცვა გვავალია და მერე ყველაფერი დანარჩენი".

კომენტარები