გინება პარლამენტში

მელია: მგონი, მადლობა მაქვს მოსახდელი, რომ ცივი იარაღი არ გამოიყენა პრემიერმა

ქართულმა ოცნებამ და პრემიერმა კვირიკაშვილმა, მინისტრთა კაბინეტმა, (მე მოვისმინე მათი კომენტარები), ახალი მოცემულობა შექმნეს და დაამკვიდრეს რეალობა, როცა ისინი პროვოკაციად თვლიან ოპოზიციის მხრიდან დასმულ მწვავე კითხვებს.

მე მაპატიეთ, მაგრამ აბა, რას ელოდებიან ჩემგან ან სხვა ოპოზიციური დეპუტატებისგან. ქებას დავუწყებთ და დიდებას მაშინ, როდესაც ხუთი წლის განმავლობაში ქვეყანას ვერ სთავაზობენ გამოსავალს, მაშინ, როდესაც ხუთი წლის განმავლობაში ქვეყანას ვერ სთავაზობენ ქვეყნის განვითარების ვერანაირ გეგმას. იქითკენ მიჰყავთ ახლა საქმე ქართული ოცნების ლიდერებს და დეპუტატებს, მე მგონი, მადლობა მაქვს მოსახდელი, რომ ცივი იარაღი არ გამოიყენა ბატონმა კვირიკაშვილმა. არ მაინტერესებს კვირიკაშვილი მე, როგორც ადამიანი. მე მაინტერესებს კვირიკაშვილი, როგორც პრემიერმინისტრი. ადამიანი, რომელსაც ხელთ უპყრია მართვის სადავეები ამ ქვეყნისა.

განაცხადა ენმ-ის დეპუტატმა ნიკა მელიამ საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილზე. ცნობისთვის, პრემიერმა გიოორგი კვირიკაშვილმა ფრაქციის სხდომაზე ნიკა მელიას აგინა.

კომენტარები