კრიმინალი

15 წლის ბიჭის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის 17 წლის მოზარდი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

15 წლის ბიჭის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის 17 წლის მოზარდი დააკავეს. 

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 19 დეკემბერს თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე სკვერში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 2002 წელს დაბადებულ მ.მ.-ს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მის მიერ ჩადენილი დანაშაული შვიდიდან თხუთმეტ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს" - აცხადებს შსს და აღნიშნავს, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 21 დეკემბერს, სოფელ წეროვანში დააკავეს.

ამ დროისთვის, დაჭრილი არასრულწლოვანი საავადმყოფოს რეამინაციულ განყოფილებაში იმყოფება.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 19-108-ე მუხლით, რაც შვიდიდან თხუთმეტ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები