ბიუროკრატია

მთავრობამ 2013-2016 წლებში მივლინებებსა და სარესტორნო ხარჯებზე 335 მილიონი დახარჯა

Jimmy Wan's Restaurant

2013, 2014, 2015 და 2016 წლების ბიუჯეტის შესრულების ანგარიშიდან ირკვევა, რომ მთავრობამ ამ წლებში მივლინებებსა და წარმომადგენლობით (სარესტორნე, სასაჩუქრე და სხვა) ხარჯებზე 335 მილიონი ლარი დახარჯა.

წლების მიხედვით აღნიშნული ხარჯები ასე გამოიყურება:

  • 2016 - მივლინებები - 68 მილიონი, წარმომადგენლობითი ხარჯები - 20.6 მილიონი 
  • 2015 - მივლინებები - 63 მილიონი, წარმომადგენლობითი ხარჯები - 17.8 მილიონი
  • 2014 - მივლინებები - 62.4 მილიონი, წარმომადგენლობითი ხარჯები - 17 მილიონი
  • 2013 - მივლინებები - 69 მილიონი, წარმომადგენლობითი ხარჯები - 17 მილიონი

IDFI-ის მონაცემებეით, საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, წარმომადგენლობითი ხარჯები მოიცავს სტუმრების მიღებების, წვეულებების, საექსკურსიო და კულტურულ-სანახაობითი ღონისძიებების, სუვენირების შეძენა/დამზადების, სტუმრების მომსახურების უზრუნველყოფის, და სხვა მსგავს ხარჯებს. წარმომადგენლობითი ხარჯების ზოგად ინსტრუქციას ფინანსთა მინისტრის ბრძანება განსაზღვრავს. ბრძანების მიხედვით, წარმომადგენლობით ხარჯებზე ვალდებულების აღება შესაძლებელია ორგანიზაციის ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის ან უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილების საფუძველზე. 75 საქართველოს კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული საჯარო დაწესებულებების მიერ წარმომადგენლობითი ხარჯების გაწევის ერთიანი წესი, რომელიც მოაწესრიგებდა სტუმრების მიღების ფორმას, მათი კატეგორიების მიხედვით გამასპინძლებასთან თუ საჩუქრების ყიდვასთან დაკავშირებით გასაწევი ხარჯების ზღვრულ ოდენობებს და სხვა საკითხებს.

კომენტარები