გინება პარლამენტში

პაპუაშვილი: მელიას ნახევარი საქართველო აგინებს, პრემიერმა რომ შეაგინოს, რა მოხდება?

პრემიერი ხომ ადამიანია, ქვა და რკინა ხომ არ არის, არა? მელიას ნახევარი საქართველო აგინებს და პრემიერმა რომ შეაგინოს, რა მოხდება? არ იმსახურებს თუ რა? ყველამ უნდა იცოდეს, როგორ უნდა მიმართოს, როგორ უნდა მოიქცეს და აქვს, კი, უფლება ასეთი საუბრის. ეს ხალხი არ უნდა იყოს პარლამენტში. აი, ეს არის უბედურება.

ქართული ოცნების დეპუტატი ზაზა პაპუაშვილი პრემიერ გიორგი კვირიკაშვილისა და ნიკა მელიას დაპირისპირებაზე.ცნობისთვის, პრემიერმა ფრაქციის სხდომაზე ენმ-ის დეპუტატ ნიკა მელიას აგინა.

კომენტარები