გინება პარლამენტში

მდინარაძე: ხანდახან ძალიან ძნელია ადამიანურად ემოციების შეკავება

ყველანაირად ვცდილობთ იმ პროვოკაციულ ფონზე, რომელსაც ახორციელებენ ჩვენი ოპონენტები და განსაკუთრებით ნაციონალური მოძრაობის ის წარმომადგენლები, რომლებიც გარკვეული პერსონები იყვნენ და პასუხისმგებლობა აქვთ აღებული წარსულზე, მაგრამ ხანდახან ძალიან ძნელია ადამიანურად ემოციების შეკავება, როდესაც აბსოლუტურად უსაფუძვლოდ გაბრალებენ, შეურაცხყოფას გაყენებენ და ნებისმიერი ადამიანი ალბათ ჩემს სიტყვებს სწორად გაიგებს.

ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე. ცნობისთვის, პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ფრაქციის სხდომაზე ენმ-ის დეპუტატს ნიკა მელიას აგინა.

კომენტარები