რუსთაველის გამზირზე დაჭრილი მოზარდის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ინგოროყვას კლინიკაში აცხადებენ, რომ არასრულწლოვანი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.
15-16 წლის მოზარდი გუშინ დაჭრეს. მას გულ-მკერდის არეში ცივი იარაღით 4 ჭრილობა აქვს მიყენებული. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო. შს მინისტრი გიორგი გახარია ფიქრობს, რომ მოზარდის დაჭრაში ბრალდებულებს უახლოეს პერიოდში დააკავებენ.





