ავიაკატასტროფა რუსეთში

ავიაკატასტროფას რუსეთში 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ТАСС

ავიაკატასტროფას რუსეთში 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანია. არიან დაშავებულებიც. გამოცემა ინტერფაქსის ცნობით, 2 დაზარალებულს ხერხემლის მძიმე ტრავმა აქვს მიღებული.

თვითმფრინავი, რომელიც ქალაქ ნარიან-მარიდან ხარუტას დასახლებაში მიფრინავდა, 19 დეკემბერს, დილით აფრენიდან რამდენიმე წუთში, ნარიან-მარში ჩამოვარდა. შიდა რეისის დროს ბორტზე სულ 13 ადამიანი იმყოფებოდა, ეკიპაჟის 2 წევრი და 11 მგზავრი.

საქმეზე გამოძიება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 263-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც 2 ან მეტი ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.

კომენტარები