მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: იანუკოვიჩი იაფფასიანი ღვინოა, პოროშენკო - ლუდი, ვერ ხვდები, რომ გვნებს

bbc.com

საქართველოს ექსპრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის ყოფილი და მოქმედი პრეზიდენტები ალკოჰოლს შეადარა, რომლის შემდეგაც, მისი თქმით, ქვეყანას ნაბახუსევი ექნება. ეს განცხადება უკრაინული ოპოზიციური პარტიის "ახალი ძალების მოძრაობის" ლიდერმა News One-ის ეთერში გააკეთა. 

"არსებობს ალკოჰოლი. ჩვენ ყველამ ვიცოდით, რომ [ვიქტორ] იანუკოვიჩი თაღლითია. როდესაც სვამ არაყს ან ვისკის ორგანიზმი მობილიზებას იწყებს, ირთვება თავდაცვა იმიტომ, რომ ორგანიზმი ხვდება, რომ ეს საწამლავია. იცით, რომელია ყველაზე საშიში ალკოჰოლი? ლუდი. როდესაც ლუდს სვამ, ორგანიზმს ჰგონია, რომ ეს სასარგებლოა და სულ უფრო და უფრო მეტს სვამ. აი, იანუკოვიჩი იყო არაყი, ვისკი და ერთგვარი იაფფასიანი ღვინო. პოროშენკო კი ლუდია,"- თქვა მიხეილ სააკაშვილმა. 

მისივე თქმით, ამ ეროვნული ლოზუნგების სკანდირებით, პოროშენკო "უკრაინის ორგანიზმს წამლავდა" და დაამატა, რომ ლუდმა ყველაზე ცუდი ნაბახუსევი იცის.
 

კომენტარები