თეა წულუკიანი

წულუკიანი: გაჩეჩილაძეს პატივს ვცემ, მაგრამ მინისტრების მიმართ მიდგომა არ მომწონს

რაც შეეხება უცნობის განცხადებას, მან თქვა, რომ ერთადერთ საქმეზე, ეს არის მოქალაქე ჟორდანიას საქმე, მან მთხოვა, რომ ჩვენი სისტემის თანამშრომლები ბატონ ჟორდანიას შეხვედროდნენ, რომელსაც 90-იანი წლებიდან მოყოლებული აქვს სახელმწიფოსთან დავა. ჩვენმა თანამშრომლებმა ბატონ ჟორდანიას მოუსმინეს და მისცეს სამართლებრივად სწორი მიმართულება, თუ როგორ შეიძლება მან თავისი 90-იანი წლებიდან დარღვეული უფლებები აღიდგინოს. სხვა რომელიმე თემაზე უცნობთან კონტაქტი არ ყოფილა, რაც მან ასევე დაადასტურა. მე მას ასევე ვუსმინე, დიდ პატივს ვცემ, მაგრამ არ მომწონს ის მიდგომა, რომ ერთი რომელიღაც მინისტრი კარგია და მთავრობის სხვა წარმომადგენელი ნაკლებად კარგი, რადგან ჩვენ ვართ ერთი გუნდი და ჩვენი გუნდის პრინციპი არის ერთი და იგივე - ის, რომ კანონზე მაღლა არავინ უნდა იდგეს და თუ რომელიმე მოქალაქეს გონია, რამე პრობლემა არსებობს, ამ პრობლემის შესახებ შეგვიძლია მივმართოთ იქნება ეს საგამოძიებო ორგანოები თუ სასამართლო. 

თეა წულუკიანი გია გაჩეჩილაძის განცხადებებს გამოეხმაურა. "უცნობმა" რამდენიმე დღის წინ ტენდერებთან დაკავშირებით კორუფციაზე ისაუბრა. მისი სიძე კომპანია სიტროენ ჯორჯიას ხელმძღვანელი სპორტის მინისტრის, ტარიელ ხეჩიკაშვილის ინტერესებზე მიუთითებდა. 

კომენტარები