თურქეთი

ერდოღანი: თურქეთი აღმოსავლეთ იერუსალიმში საელჩოს გახსნას აპირებს

Reuters

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი აღმოსავლეთ იერუსალიმში საელჩოს გახსნას აპირებს.

ერდოღანმა ქვეყნებს მოუწოდა ქალაქი დამოუკიდებელი პალესტინური სახელმწიფოს დედაქალაქად ცნონ.

"ღმერთის ნებით, ახლოა ის დღე, როდესაც ოფიციალურად, და ღმერთის ნებართვით ჩვენს საელჩოს გავხსნით [იერუსალიმში]" თქვა ერდოღანმა თურქეთის სამხრეთით, ქარამანის პროვინციაში საკუთარი პარტიის წევრების წინაშე გამოსვლისას.

მას არ დაუკონკრეტებია როგორ განახორციელებს ამ გადაწყვეტილებას, ვინაიდან იერუსალიმს ისრაელი აკონტროლებს და მას საკუთარ დედაქალაქად მიიჩნევს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ანკარაში ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ლიდერები შეიკრიბნენ და დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად ცნობის თაობაზე დაგმეს. მათი განცხადებით ეს ნაბიჯი განიხილება როგორც ოფიციალური ვაშინგტონის მიერ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის სპონსორის როლზე უარის თქმა.

კომენტარები