პაკისტანი

პაკისტანში ქრისტიანულ ეკლესიაზე თავდასხმას 5 ადამიანი ემსხვერპლა

Reuters

სამხრეთ-დასავლეთ პაკისტანში, ბალუჩისტანის პროვინციაში, ქრისტიანულ ეკლესიაში ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა თავდასხმა მოაწყო. დაიღუპა 5 და დაიჭრა 18 ადამიანი. შემთხვევის დროს ეკლესიაში 400-მდე მლოცველი იმყოფებოდა.

თავდამსხმელებს ეკლესიაში შეღწევაში ხელი დაცვამ შეუშალა. ქრისტიანულ სამლოცველოებს დაცვა ისლამისტი ექსტრემისტული დაჯგუფებების მხრიდან თავდასხმების გამო ჰყავთ.

თავდამსხმელებმა, რომლებსაც ასაფეთქებელი მოწყობილობებით სავსე ქამრები ეკეთათ ცეცხლი გახსნეს. ერთ-ერთმა მათგანმა თავი აიფეთქა, ხოლო მეორე პოლიციასთან დაპირისპირებისას მოკლეს.

მიმდინარეობს მათი ორი სავარაუდო თანამზრახველის ძებნა.

თავდასხმაზე პასუხისმგელობა ამ დრომდე არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

კომენტარები